error
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ პავლე კასრაძემ და აღმოსავლეთ ევროპის რეგი 2017-10-20

ამ მნიშვნელოვან ფორუმზე მოხდა ახალი დაინტერესებული მხარეების დამატება და დაიწყო ახალი მნიშვნელოვანი თავი მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ისტორიაში, რაც გამოიხატებოდა მსოფლიო ანტი-დოპინგური კოდექსის მიღებასა და ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ფინანსური კომიტეტის თავჯდომარე შოტლანდიელი სერ კრეიგ რიდი არჩეული იქნა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს რიგით მესამე პრეზიდენტად. სამხრეთ აფრიკის ყოფილი სპორტის მინისტრი და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი ელჩი არნოლდ სტოფილი დამტკიცებული იქნა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მომდევნო ვიცე-პრეზიდენტად. ბატონი რიდი შეცვლის ავსტრალიელ ჯონ ფაჰეის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2008 წლიდან, ხოლო ბატონი სტოფილი დაიკავებს პროფესორ არნე ლიუნგქვისტის ადგილს, რომელიც სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2008 წლიდან დღემდე.

ვრცლად ნახვა