error
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა, ტესტირება(1-2.10. 2018) 2018-10-07

  აჭარის დედაქალაქში საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადა 2018 გაიმართა.  ოლიმპიადაზე, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქალთა და ვაჟთა 3-3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე, რომელიც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 2020 წელს რუსეთი, კერძოდ, ქალაქი ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

ვრცლად ნახვა
error
საქართველოს ეროვნულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ დაასრულა UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტი. 2017-10-20

სემინარები ჩატარდა საქართველოს რეგიონულ ცენტრებში და თბილისში, ეროვნული ფედერაციებისათვის, პროექტის: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა ფარგლებში, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სემინარი განკუთვნილი იყო სპორტსმენებისათვის, მწვრთნელებისათვის, სამედიცინო პერსონალისათვის, სპორტის მესვეურთათვის, სპორტული ჟურნალისტებისა და ფარმაცევტებისათვის. მომზადდა ბუკლეტი დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დრეოს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა ლიფლეტები: :ანტი-დოპინგი, დოპინგ კონტროლის პროცესითერაპიული გამოყენების გამონაკლისი, სპორტსმენის ადგილსამყოფელი , რაც ურიგდებათ სემინარეის მონაწილეებს. სულ ჩატარდა სემინარი,საქართველოს რეგიონალურ ცენტრებში (დუშეთი,თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი,და ფოთი) და თბილისში ნაციონალური ფედერაციების წარმომადგენლებთან, საკვები დანამატების და მათი გამოყენების საფრთხეების, დოპინგის ჩვევის პრევენციის, დაბალანსებული კვების და ჯანმრთელი დიეტის უპირატესობის შესახებ. სულ სემინარებში მონაწილეობა მიიღო 703-მა პირმა.  

ვრცლად ნახვა
error
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო ახორციელებს ეროვნულ ტესტირების პროგრამას 2017-10-20

(Anti-Doping Administration and Management System) არის მსოფლიო ანტიდოპინგური ორგანიზაციის ადმინისტრირებისა და მართვის ელექტრონული სიტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დოპინგ კონტროლის ტესტების ადმინისტრირება და შედეგებზე რეაგირება ონ ლაინ რეჟიმში განხორციელდეს. გასული წლის ბოლოს აღმ. ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციის თბილისის ოფისმა სწორედ ამ სისტემის გამოყენებით მოახდინა არასაშეჯიბრო ტესტირების პროცესის კოორდინირება ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მაკედონიში, მოლდოვასა და მონტენეგროში. აღსანიშნავია, რომ მოლდოვასა და ალბანეთში (ამ ქვეყნებში ტესტირება პირველად ჩატარდა) ასევე მაკედონიასა და მონტენეგროში ტესტირების პროცესი ქართველი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით წარიმართა.

ვრცლად ნახვა