როგორ წარვადგინოთ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის ფორმა (TUE)
ათლეტს შეუძლია წარმოადგინოს შევსებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისის ფორმა (TUE) ელ.ფოსტის, ფაქსის, ანტი-დოპინგური ადმინისტრირების სისტემის (ADAMS) საშუალებით ან პირადად. ფორმის განხილვას დაჭირდება 21 დღე, თუმცა ჩვენ როგორც წესი ვცდილობთ გადაწყვეტილება მივიღოთ უმოკლეს დროში. გადაწყვეტილება აიტვირთება ადამს-ის სისტემაში, მიღებისთანავე. თუ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სპორტსმენი ვალდებულია სააპლიკაციო ფორმა წარადგინოს შესაბამის საერთაშორისო ფედერაციაში, მას გაეწევა შესაბამისი დახმარება და რეკომენდაცია, რომ მოძებნოს სააპლიკაციო ფორმა, შეავსოს და ატვირთოს ადამს-ში.