
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ სპორტსმენებისათვის, მრწთვნელებისათვის, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისათვის, სპორტის ნაციონალური ფედერაციებისა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებისათვის ინფორმაცია დოპინგის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატური ზემოქმედების, სპორტში მისი გამოყენების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ.
ვრცლად ნახვასაქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს განათლების პროგრამა მოიცავს: 1. ეროვნულ ჩემპიონატში და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე სპორტსმენებისათვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებების წევრების, სამედიცინო და მათი დამხმარე პერსონალისათვის ლექცია-სემინარების, ქვიზების ჩატარებასა და მსოფლიო ანტი-დოპინგური ორგანიზაციის მიერ გამოცემული ძირითადი დოკუმენტების(ანტი-დოპინგური კოდექსი, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტი, ანტი-დოპინგურ ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სისტემა, ანტი-დოპინგური წესები ნაციონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციებიათვის და აკრძალული სია) გაცნობა/გადაცემას. 2. ელექტრონული და ბეჭდვითი მედიისათვის ანტი-დოპინგური მასალების მომზადებასა და დოპინგისაგან თავისუფალი სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროპაგანდას. 3. ეროვნულ ანტი-დოპინგური სააგენტოს ვებ.გვერდზე ანტი-დოპინგური ინფორმაციის განთავსებას.
ვრცლად ნახვაანტიდოპინგური სააგენტო წარმოადგენს საქართველოში ანტიდოპინგური პროგრამების განხორციელებისთვის უფლებამოსილ ორგანოს. შესაბამისად, იგი გთავაზობთ ანტიდოპინგური ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების სერვისს, ასევე ანტიდოპინგურ სწავლების პროგრამებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ საკონტაკტო მისამართზე.
ვრცლად ნახვა