ჩვენ შესახებ

საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო - სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის პასუხისმგებელი ორგანო (კომპეტენტური ორგანო), მსოფლიო ანტი-დოპინგური ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, ერთადერთი ეროვნული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება შეადგინოს და განახორციელოს საქართველოში ანტი-დოპინგური პროგრამები.

სააგენტოს გააჩნია საჭირო უფლებამოსილება და მოვალეობები ქვემოთ ჩამოთვლილ საქმიანობაში:
• დოპინგ კონტროლის დაგეგმვა, კოორდინირება, აღსრულება, მონიტორინგი და მისი შემდგომი განვითარება;
• თანამშრომლობა სხვა შესაბამის ეროვნულ ორგანიზაციებთან, სააგენტოებთან და ანტი-დოპინგურ ორგანიზაციებთან.
• ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაციების ერთობლივი ტესტირების წახალისება.
• ანტი-დოპინგური საინფორმაციო, განათლების და პრევენციული პროგრამების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი.
• ანტი-დოპინგური მოკვლევა და პრომოცია;
• მსოფლიო ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან სრული თანამშრომლობა მსოფლიო ანტი-დოპინგური კოდექსის 20.7.10.მუხლის შესაბამისად;
• ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩეროს სპორტსმენის ან სპორტსმენის დამხმარე პერსონალის დაფინანსება ვიდრე არ ამოიწურება ანტი-დოპინგური წესების დარღვევისათვის დაწესებული დისკვალიფიკაციის ვადა;

[კომენტარი: იგულისხმება რომ ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაცია თავის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი ყველა საზოგადოებრივ და სპორტული მოძრაობის ორგანოებისაგან. დამოუკიდებლობის პრინციპი საფუძვლად უდევს მსოფლიო ანტი-დოპინგურ პროგრამებს დავ უზრუნველყოფს დოპინგსაწინააღმდეგო საქმიანობის შესრულებას].